"გენერალი გიორგი კალანდაძე მე დავაკავე ღირსების დაცვით და პროცედურა, რომელიც დაკავებისას ჩავატარე, დღესაც მეამაყება", -აღნიშნული განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.
წულუკიანის თქმით,სასამართლოს გადაწყვეტილება სასიხარულოა.
"გიორგი კალანდაძეს სააპელაციო სასამართლომ არ დაუკმაყოფილა ჩემს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი. როგორც იცით, ის დავობდა იმაზე, თითქოს მე მას ღირსება შევულახე, მე კი პირიქით ვფიქრობ, როცა ის დავაკავე, როგორც გენერალურმა პროკურორმა, დავაკავე ღირსების დაცვით და პროცედურა, რომელიც დაკავებისას ჩატარდა, დღესაც მეამაყება. ეს იყო ადამიანის უფლებების დაცვით ჩატარებული პროცედურა, ისეთი პროცედურა, რომელიც არ ლახავს გენერლის ღირსებას, მაგრამ რატომღაც მან სხვაგვარად ჩათვალა და სასამართლოში იჩივლა. გიორგი კალანდაძემ განიცადა სამართლებრივი კრახი, რაც ჩემთვის, როგორც მხარისთვის, სასიხარულოა", - განაცხადა წულუკიანმა.