ივერიონი / სანდრო ბრეგაძე: ამ სტატიას "ნაცმოძრაობისეული" პროპაგანდის ელფერი დაჰკრავს!

სანდრო ბრეგაძე: ამ სტატიას "ნაცმოძრაობისეული" პროპაგანდის ელფერი დაჰკრავს!

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე ბრიტანული გამოცემა "ეკონომისტის" სტატიას ეხმაურება და აღნიშნულზე "ასავალ-დასავალთან" საუბრობს.

"ძალიან სერიოზულ თანხებს უხდიან უცხოეთში თავიანთ ლობისტებს და მსოფლიოს გავლენიან გაზეთებში მსგავსი ტიპის წერილების გამოქვეყნებას ახერხებენ!

მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რომ პიარი ჩვენი ხელისუფლების აქილევსის ქუსლია! ძალიან დიდი სისულელეა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას შურისძიებით აღვსილი უწოდო. პირიქით, ჩვენს მთავრობას ხალხი ყველაზე მეტად იმას საყვედურობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" შურისძიება არ მოხდა, სააკაშვილის მთავრობის წევრები მასობრივად არ იქნენ დაპატიმრებულები და ა.შ. რომელ შურისძიებაზე ლაპარაკი? ამას რომ წერდნენ, თუნდაც ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბრიტანულ გამოცემაში დაბეჭდილი სტატია თავიდან ბოლომდე ანგაჟირებულია და აშკარად "ნაცმოძრაობისეული" პროპაგანდის ელფერი დაჰკრავს!" - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, ბრიტანულმა გამოცემა "ეკონომისტმა" საქართველოს ხელისუფლებაზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ დღევანდელი მთავრობა "არაკომპეტენტურობისა და შურისძიების მავნე ნაზავია".

9-12-2014, 12:42
უკან დაბრუნება