ქართველი დიპლომატიური და პოლიტიკური ინსტებლიშმენტი ამ გრძელვადიან პოლიტიკურ თამაშს წარმატებით გაართმევს თავს. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ჟენევის მოლაპარაკებებზე კომენტირებისას განუცხადა.
ვინაიდან რუსეთს გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი და მზაკვრული გეგმები აქვს, ვიდრე ის ხელშეკრულება, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმდა. აღნიშნა ვოლსკიმ.
"1990 წლიდან რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ თამაშობს სტრატეგიულად თავისთვის მისაღებ თამაშს და არ შეიძლება, მხოლოდ იმით ვიხელმძღვანელოთ, რაც ზედაპირზე ჩანს. რუსეთს უფრო მზაკვრული და ფართომასშტაბიანი გეგმა გააჩნია რეგიონში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.