საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება და ვერც თავად ხედავს ამის საჭიროებას.
-"მინდა, დაგარწმუნოთ, რომ არანაირი გადაადგილებები მთავრობაში არ იგეგმება. მთავრობა არის შეკრული გუნდი, მუშაობს ძალიან ეფექტურად, აქვს ახლო და გრძელვადიანი გეგმები. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ იმისთვის, რომ მთავრობა ან მისი რომელიმე წევრი შეიცვალოს"-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.