რას სთხოვენ დაღესტნელი არასამთავრობოები საქართველოს
-„ივერიონის“ პრესკლუბში მაიკლ კადიევის მხარდასაჭერად დაღესტნიდან ჩამოსულმა არასამთავრობოებმა პრესკონფერენცია გამართეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს მთავრობისგან ნუ გადასცემს კადიევს რუსეთს.
ჯოყოლა აჭიშვილმა საზოგადოებას პატიმრის წერილი გადასცა და მხადაჭერისკენ მოუწოდა. სთხოვა ყველას, ვისაც რუსეთი ნამდვილად ოკუპანტად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოსთან მივიდნენ.
იქვე დაღესტნიდან ჩამოსულმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაღესტნის რესპუბლიკაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს და სთხოვეს ქართულ მედიას მიეწოდებინათ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის დაღესტანში არსებული სიტუაციის შესახებ.
მათი თქმით, დაღესტანში არ არის დემოკრატია და დამოუკიდებელი სასამართლო. დაღესტნის რესპუბლიკაში, ისევე როგორც რუსეთში, მოქალაქეებს არ შეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, მამათ ბაისულთანოვი აცხადებს, რომ ყველა იმ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, ვინც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიდის, კლავენ.