როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, თანამდებობები უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა. აღნიშნულზე სესიაშვილმა გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.
"რატომ 8 და არა 88? მე მაქვს ინფორმაცია, რომ გაცილებით მეტმა ადამიანმა დატოვა თანამდებობა. ქვეყანაში ბუნებრივად მიდის საკადრო პროცესი," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში ბევრმა სათანადოდ ვერ შეასრულა საკუთარი მოვალეობა, რის გამოც დატოვა თანამდებობა. სესიაშვილის თქმით, ხელისუფლება ორიენტირებულია სახელმწიფოს წარმატებაზე და ამისათვის საჭიროა საკადრო პოლიტიკა.