ივერიონი / რას მოუტანს საქართველოს ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი?!

რას მოუტანს საქართველოს ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი?!

ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი იწყება, რომლის ფარგლებშიც დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის პირისპირ დიალოგი გაიმართება.

ქართული დელეგაცია დევნილების უპირობო დაბრუნებასაც მოითხოვს და პრევენციულ ზომებსაც მიიღებს იმ დოკუმენტის წინააღდეგ, რომლის გაფორმებას კრემლი ამჯერად დე-ფაქტო ცხინვალთან გეგმავს.


კრემლსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას ოფიციალური თბილისი რუსეთის რიგით მეორე დიპლომატთან დაგმობს.

ქართული მხარე რუსეთისათვის ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების დაკისრების საკითხსაც დააყენებს.

10-12-2014, 12:40
უკან დაბრუნება