როგორც საქართველოს სახალხო დამცველს ანგარშში აქვს ასახული, მას პროკურატურასთან კითხვები აქვს, ანგარიშში სხვა საკითხებიც არის ასახული. აღნიშულს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აცნობს.
მიმდინარე წლის ანგარიშში ნანუაშვილმა ყურადღება პროკურატურაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ კითხვებს პროკურატურასთან სწორედ ამ სისტემის ჩაკეტილობა ამძაფრებს.მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმ გახმაურებულ საქმეებზე, რომლებიც ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება.
როგორც საქარტველოს სახალხო დამცველმა აღნიშნა, წელს ასევე გამოკვეთილია გათავისუფლებების ტალღა თვითმმართველობებში. ნანუაშვილის თქმით, ანგარიშში ის ასევე ეხება პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის თემას, კერძოდ კი, საკანონმდებლო ინიციატივაში სახალხო დამცველის წინადადების გაუთვალისწინებლობის შესახებ ე.წ. გასაღებთან მიმართებაში.
სახალხო დამცველის ანგარიში შეაფასა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და აღნიშნა, რომ მასში საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზეა საუბარი.