"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული არც განვითარებაზე და არც სოციალური პრობლემების მოგვარებაზე.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის სერგო რატიანის განცხადებით, ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული პენსიების ზრდა. მისი თქმით, სექტემბრიდან პენსიის მომატება მხოლოდ 10 ლარით არაფერს არ ნიშნავს, რადგან ეს უკვე გაუფასურებული ფულია.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა განაცხადა, 2015 წლის ბიუჯეტში ასევე არ არის გათვალისწინებული მასწავლებლების ხელფასების ზრდა.