ივერიონი / რას ურჩევს ნინო ბორჩხაძე ირაკლი სესიაშვილს

რას ურჩევს ნინო ბორჩხაძე ირაკლი სესიაშვილს

   გადაცემა "არჩევანში" ირაკლი სესიაშვილის და სერგო რატიანის დებატებს ნინო ბორჩხაძე ეხმიანება და წერს:

 

   -"ძალიან არ მინდოდა, რიგ მიზეზთა გამო ირაკლი სესიაშვილის გამოსვლაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია, უპასუხოდ დავტოვო რამდენიმე საკითხი:

1.როდესაც თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტარი, საკუთარ ქვეყანას ბრალს დებს საომარი მოქმედებების არამართებულად წარმოებაში, - ესაა ქვეყნის ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით და ეს არის სირცხვილი;

2. უკრაინის და საქართველოს შემთხვევებში ანალოგიებს თუ ვერ ხედავთ, ბატონო ირაკლი, 2008 წლის საერთაშორისო გეოპოლიტიკური ფონის გარდა, რომლის ანალიზიც, სავარაუდოდ არ გაგიკეთებიათ, გეოპოლიტიკას მაინც უნდა იცნობდეთ, ასეთ თანამდებობას როდესაც იკავებთ და ხვდებოდეთ, რა საფრთხის ქვეშ დადგა ევროპა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად და რა რესურსს ფლობს უკრაინა, ვისი ინტერესები სად იკვეთება და ა.შ. თუმცა, ეს თქვენთვის მიუწვდომელი სიმაღლეა, ვგონებ. 

3. როდესაც უფასო სახელმძღვანელოებზე საუბრობთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე ათასი ოჯახი, გამომცემლების ოჯახები, მათი შვილები, იქ დასაქმებული ადამიანები და მონოპოლია, რომელიც ერთ კონკრეტულ გამომცემლობას დარჩა. 

4. განათლება და კვალიფიკაცია რომ აქვს ადამიანს, იმას ყველა გზა ხსნილი აქვსო, ამ სისულელეს რომ ამბობთ, ლექსო თამაზაშვილი და მისი კვალიფიკაცია გაიხსენეთ და შემდეგ ჩემი (თუ გნებავთ, დიპლომებით, სამეცნიერო ნაშრომებით, პუბლიკაციებით და ავტობიოგრაფიით გეწვევით პარლამენტში) შემთხვევა - ერთი სამსახური არჩევნებში მონაწილეობის, ხოლო მეორე, გივი თარგამაძესთან ერთად გადაღებული სურათის გამო რომ დამატოვებინეს. 

   ასე რომ, სანამ დებატში წახვალთ, საკითხები, 1 ჭკვიან ადამიანთან მაინც შეათანხმეთ, ასეთი უსუსური, ტყუილებით სავსე და ღიმილისმომგვრელი გამოსვლა რომ არ გამოგივიდეთ, ისიც, ენის ბორძიკით..."

 

10-12-2014, 14:18
უკან დაბრუნება