იურისტი ლია მუხაშავრია შსს-ს მონსტრ ინსტიტუტს უწოდებს და ინიციატივას, რომლის თანახმად, უწყებას უშიშროების სამსახური უნდა გამოეყოს, დადებითად აფასებს.
მისი თქმით, ცვლილება დროულად უნდა განხორციელდეს.
"არ შეიძლება ასეთი მონსტრი ინსტიტუტი არსებობდეს ერთი სამინისტროს სახით. ძალიან კარგია, თუ მთავრობა დროულად განახორციელებს ამ ცვლილებას და გამოეყოფა უშიშროება შსს-ს, იმიტომ, რომ მათ აქვთ სრულიად განსხვავებული ამოცანები, ფუნქციები და სამსახურებრივი კომპეტენცია და არ არის სასურველი მათი ერთი უწყების ქვეშ მოქმედება",-განაცხადა მუხაშავრიამ.