დღეს მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ორი ინიციატივა წარადგინა.მან ასევე საარბიტრაჟო სასამართლოებში დაგეგმილ ცვლილებებსა და ავტობუსების ჯარიმების შესახებ ისაუბრა.
"უქმდება ის აკრძალვა, რომ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებზე აქამდე შეეძლოთ მიემართათ მხოლოდ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულებისთვის ბიზნესმენებს თუ სხვა პირებს. ამ ცვლილებებით, როცა ეს იქცევა კანონად, უკვე Ad Hoc საარბიტრაჟო პროცედურებიც იქნება შესაძლებელი და მხარეები ავტონომიურობის პრინციპის დაცვით თვითონ აირჩევენ, ვინ იქნება მათი დავის განმხილველი არბიტრი.
მეორე სიახლე - იმ მოქალაქეებს, ვისაც აქვთ 2014 წლის 10 დეკემბრამდე ავტობუსის ჯარიმა, მათზე მე შევიტანე ამნისტიის პროექტი." - განაცხადა თეა წულუკიანმა.