ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამის შესხებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომანია ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი დაკავებული თანამდებობიდან დღეს პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. ვაკანტურ პოსტზე საკრებულომ ფრაქცია "ქართული ოცნება - ახალციხის" თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ერთხმად აირჩია. "ქართული ოცნება - ახალციხე" საკრებულოში ბიუროს უახლოეს სხდომაზე ფრაქციის ახალ თავმჯდომარეს დაასახელებს.