პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძის თქმით, ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება დროული იყო.
"პრემიერმა შეძლო ვითარების დასტაბილურება!" - განნაცხადა ვაჟა ბერიძემ დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"თითქოს დიდი პოლიტიკური გამოცდილების არმქონე პრემიერმა შეძლო ახალი გამოწვევების თავიდან არიდება. მისი განცხადება, რომელიც ლარის დევალვაციის მიზეზებს და შედეგებს ეხებოდა, სრულყოფილად ასახავდა იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებმაც ეს რყევა გამოიწვია.
ბუნებრივია, ახსნა იყო სავსებით რეალური, დამაკმაყოფილებელი. როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის მრჩევლებმა კარგად იმუშავეს და მთავრობის პოზიცია გახდა გასაგები საზოგადოებისათვის", - განაცხადა ვაჟა ბერიძემ.