ივერიონი / საპროტესტო აქცია-არც ერთი რესპუბლიკელი მთავრობაში!

საპროტესტო აქცია-არც ერთი რესპუბლიკელი მთავრობაში!

   25 დეკემბერს,12 საათზე თავდაცვის სამინისტროსთან "ნეიტრალური ევრაზიული საქართველო" თავდაცვის სამინისტროსთან თინა ხიდაშელის საწინააღმდეგო აქციას გამართავს.

 

   -"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ქალბატონი თინა ხიდაშელი აღარ მოხვდეს ახალ მინისტრთა კაბინეტში. ის, რომ დღესდღეობით თინა ხიდაშელის რეიტინგი საქართველოში შეიძლება მაქსიმუმ 1 % იყოს, არის მიზეზი, რომ ახალმა პრემიერმა, პარლამენტმა და პრეზიდენტმა ეს გაითვალისწინონ.

 

  ასევე გვაქვს სხვა მოთხოვნებიც. მათ შორის ის, რომ თავდაცვის მინისტრად არ უნდა დაინიშნოს ისეთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამხედროებთან, ისე როგორც თინა ხიდაშელს არ ჰქონდა. უნდა დაინიშნოს პროფესიონალი, საქართველოს ამის პოტენციალი გააჩნია"-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

 

24-12-2015, 21:11
უკან დაბრუნება