მთავარი გვერდი > კატალონიაში პრემიერის ინაუგურაცია გაიმართა

კატალონიაში პრემიერის ინაუგურაცია გაიმართა


13-01-2016 / 11:12

კატალონიაში პრემიერის ინაუგურაცია გაიმართა

კატალონიაში მთავრობის ახლადარჩეული მეთაურის ინაუგურაცია გაიმართა. კარლეს პუჩდემონმა ფიცი პარლამენტის წინაშე დადო. 53 წლის პოლიტიკოსი პრემიერად არჩევამდე ქალაქ ჟირონის მერის პოსტს იკავებდა. მის კანდიდატურას მხარი 135-დან 70-მა დეპუტატმა დაუჭირა. პუჩდემონი მხარს კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერს.

 


უკან დაბრუნება