კატალონიაში პრემიერის ინაუგურაცია გაიმართა
კატალონიაში მთავრობის ახლადარჩეული მეთაურის ინაუგურაცია გაიმართა. კარლეს პუჩდემონმა ფიცი პარლამენტის წინაშე დადო. 53 წლის პოლიტიკოსი პრემიერად არჩევამდე ქალაქ ჟირონის მერის პოსტს იკავებდა. მის კანდიდატურას მხარი 135-დან 70-მა დეპუტატმა დაუჭირა. პუჩდემონი მხარს კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერს.