ივერიონი / კატალონიაში პრემიერის ინაუგურაცია გაიმართა

კატალონიაში პრემიერის ინაუგურაცია გაიმართა

კატალონიაში მთავრობის ახლადარჩეული მეთაურის ინაუგურაცია გაიმართა. კარლეს პუჩდემონმა ფიცი პარლამენტის წინაშე დადო. 53 წლის პოლიტიკოსი პრემიერად არჩევამდე ქალაქ ჟირონის მერის პოსტს იკავებდა. მის კანდიდატურას მხარი 135-დან 70-მა დეპუტატმა დაუჭირა. პუჩდემონი მხარს კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერს.

 

13-01-2016, 11:12
უკან დაბრუნება