ივერიონი / დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ქურდობისთვის დააკავეს

დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ქურდობისთვის დააკავეს

შსს ისანი-სამგორის პოლიციის 3 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, 1984 წელს დაბადებული ლაშა გადიშვილი დააკავეს.

შემთხვევა 25 ნოემბერს  თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, გადიშვილმა შპს "თბილსერვისის" კუთვნილი "გაზ-53" მარკის ავტომანქანა გაქურდა. ცნობილია, რომ ბრალდებული თავადაც შპს "თბილსერვისის" თანამშრომელი იყო.

ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 177 მუხლის მესამე  ნაწილის დ-ე ქვე-პუნქტით აღიძრა. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

27-11-2012, 20:00
უკან დაბრუნება