დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ქურდობისთვის დააკავეს
შსს ისანი-სამგორის პოლიციის 3 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, 1984 წელს დაბადებული ლაშა გადიშვილი დააკავეს.
შემთხვევა 25 ნოემბერს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, გადიშვილმა შპს "თბილსერვისის" კუთვნილი "გაზ-53" მარკის ავტომანქანა გაქურდა. ცნობილია, რომ ბრალდებული თავადაც შპს "თბილსერვისის" თანამშრომელი იყო.
ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 177 მუხლის მესამე ნაწილის დ-ე ქვე-პუნქტით აღიძრა. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.