ადოლფ ჰიტლერი ფუფუნებაში ცხოვრობდა

ადოლფ ჰიტლერი ფუფუნებაში ცხოვრობდა

ადოლფ ჰიტლერის გულუხვი ცხოვრების ამსახველი ფოტოები პირველად გამოქვეყნდა.

ფიურერის პირად ფოტოგრაფს ჰუგო ჯაგერს ნაბოძები ჰქონდა უფლება შესულიყო ფიურერის ბერლინის კანცელარიასა და მის კუთვნილ, ბავარიაში მდებარე, ბერგჰოფის ადგილ-მამულში.

 

ამ ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ ფიურერი ფუფუნებით ცხოვრობდა და მისი აპარტამენტები საუცხოო ავეჯით იყო მორთული.

ჯაგერი, რომელიც იმ იშვიათ ფოტოგრაფებს მიეკუთვნებოდა, ვინც იმ დროისთვის ფერადი ფოტოების გადაღების ტექნიკას ფლობდა, ჰიტლერის მმართველობის ბოლო წლებში მასთან ერთად მოგზაურობდა და მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე  ფიურერის გვერდით იმყოფებოდა.

 

 

 

ხელოვნების ნიმუში ჰიტლერის ბერლინის სახლში

 

 

ავეჯი, რომელიც ჰიტლერის ბერლინის რეზიდენციაში იყო მოთავსებული 

 

 

ჰიტლერის აპარტამენტის სამუშაო კაბინეტი

ფიქრობენ, რომ ჰუგო ჯაგერს ადოლფ ჰიტლერის 2 000-მდე ფერადი ფოტო მაინც უნდა ჰქონდეს გადაღებული.

1945 წელს, როცა მე-2 მსოფლიო ომში გერმანია დამარცხდა და ბერლინში მოკავშირეთა ჯარები გამარჯვებას ზეიმობდნენ, ჯაგერმა ეს ფოტოსურათები ტყავის ჩემოდანში გადამალა და, როგორც ამბობენ, იგი ამერიკელმა ჯარისკაცებმა მაშინ გააჩერეს, როცა ეს სურათები ბერლინიდან მიუნხენის მიმართულებით გადაჰქონდა. მაგრამ როცა მათ ფოტოგრაფის ჩემოდანი შეამოწმეს, მათი ყურადღება მხოლოდ იქ მოთავსებულმა კონიაკის ბოთლმა მიიპყრო.

 

 

 

ჰიტლერი თავის სახლში

 

 

 ჰიტლერის კუთვნილი ნივთები

 

როგორც გადმოცემითაა ცნობილი, ჯაგერმა ფიურერის ფოტოები მინის 12 დოქში გადაანაწილა და მიუნჰენის შორიახლოს დამარხა, 1955 წელს კი  უკან დაუბრუნდა, ფოტოები ამოთხარა და ბანკის მიწისქვეშა სეიფში შეინახა.

 

ბმული

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: