ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესია

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსახლეობისთვის, პირადად მისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობა, რომელიც დღეს ქვეყანაში მიღწეულია და აღნიშნული ფინანსური სტაბილურობა გაგრძელდება მომავალშიც.

 

"თუ ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, რომელიც იყო წამოწყებული, ამ წუთში შეჩერებულია იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სჭირდება დამატებითი განხილვები, ჩვენ ვართ კანონმორჩილი ქვეყანა და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით. ჩვენ ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარეობდა ძალიან აქტიური მოლაპარაკებები და იქ დაბრკოლებებს, სტრუქტურულად ასეთი მიმართულებით იქნებოდა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო თუ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, ამ წუთში მე ვერ ვხედავ, ბოლო მოლაპარაკებების მიხედვითაც ეს უკვე აღარ ჩანდა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ფინანსური, ასევე ვალუტის კურსის სტაბილურობა და მოქალაქეების კეთილდღეობა არის უმნიშვნელოვანესი.

 

"ფინანსური სტაბილურობა, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ლარის კურსის სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი.

ყველაფერი დანარჩენი, სტრუქტურული რეფორმები ეს არის მეორეხარისხოვანი და მე ვთვლი, რომ მაქსიმალური ყურადღება უნდა გადავიტანოთ პირველი მიმართულებით და არა მეორე მიმართულებით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: