მთავარი გვერდი > სტრასბურგში ქართული ფილმების კვირეული გაიხსნება

სტრასბურგში ქართული ფილმების კვირეული გაიხსნება


14-12-2012 / 18:17

სტრასბურგში ქართული ფილმების კვირეული გაიხსნება

სტრასბურგში, 16 დეკემბერს ქართული ფილმების კვირეული გაიხსნება. საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში აცხადებენ, რომ 2012 წლის 16-22 დეკემბერს ქართული კულტურის დღეების ფარგლებში,   კვირეული სტრასბურგის კინოთეატრ "ოდისეაში” გაიმართება.

პროგრამის ფარგლებში, კინომოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ საქართველოს მიერ წარმოებული თანამედროვე ფილმები, ასევე ქართული კინოკლასიკა.

კვირეული 16 დეკემბერს, 18:00 საათზე ოთარ იოსელიანის ფილმით გაიხსნება. გახსნაზე აუდიტორიის წინაშე სიტყვით  ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი გამოვა.

ოთარ იოსელიანის "გიორგობის თვის" გარდა კვირეულში რეჟისორ ელდარ შენგელაიას - "ცისფერი მთები", გიორგი ოვაშვილის - "გაღმა ნაპირი" , კოტე მიქაბერიძის - "ჩემი ბებია" და სხვები მიიღებენ მონაწილეობას.

კინოთეატრი "ოდისეა" XX საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული. მისი პროგრამა დღემდე შედგენილია ფილმებისგან, რომლებიც მაღალი მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა.


უკან დაბრუნება