ივერიონი / ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახდა

ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახდა

"შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარებულ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი საქართველოს ოლიპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რომელშიც კენჭი სამ კანდიდატს: ლერი ხაბელოვს, გია ნაცვლიშვილსა და ბეჟან ხურციძეს უყარეს.

111 დელეგატიდან არჩევნებში მონაწილეობა 107  მიიღო. მათგან 59-მა მხარი ხაბელოვს დაუჭირა, 43-მა ნაცვლიშვილს, 4-მა ხურციძეს, ხოლო ერთი ბიულეტინი ბათილად გამოცხადდა.

ოლიმპიური კომიტეტის ახალმა პრეზიდენტმა თავისი გუნდიც დაასახელა. პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი გახდა, ასევე ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობა დაიკავეს ნინო სალუქვაძემ და მამუკა ხაბარელმა, ხოლო ემზარ ზენაიშვილი გენერალურ მდივნად დაასახელეს.

20-12-2012, 19:38
უკან დაბრუნება