ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახდა
"შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარებულ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი საქართველოს ოლიპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რომელშიც კენჭი სამ კანდიდატს: ლერი ხაბელოვს, გია ნაცვლიშვილსა და ბეჟან ხურციძეს უყარეს.
111 დელეგატიდან არჩევნებში მონაწილეობა 107 მიიღო. მათგან 59-მა მხარი ხაბელოვს დაუჭირა, 43-მა ნაცვლიშვილს, 4-მა ხურციძეს, ხოლო ერთი ბიულეტინი ბათილად გამოცხადდა.
ოლიმპიური კომიტეტის ახალმა პრეზიდენტმა თავისი გუნდიც დაასახელა. პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი გახდა, ასევე ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობა დაიკავეს ნინო სალუქვაძემ და მამუკა ხაბარელმა, ხოლო ემზარ ზენაიშვილი გენერალურ მდივნად დაასახელეს.