ცხინვალი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ შეუძლია გვერდი აუაროს ათასობით მტკიცებულებას ქართველი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულის შესახებ"- ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტის" ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის დეფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ტასოევმა განუცხადა.
მისივე თქმით, ქართველი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი ფაქტები გადაეცა როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ისე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ტასოევი დარწმუნებულია, პროკურორების მხრიდან სულ მცირე მიუკერძოებლობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება ამ მტკიცებულებების გვერდის ავლა.