ივერიონი / საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი

საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი

როგორც ამინდის ბიუროში აცხადებენ, დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ქვეყნის დასავლეთ ტერიტორიაზე, 30-31 მაისს,  33-38 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 25-30 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი. თუმცა 1 ივნისიდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ კლებას დაიწყებს და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 27-28 გრადუსი იქნება.
ივნისის დასაწყისში საქართველოს მთელ  ტერიტორიაზე კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. 1-4 ივნისს მოსალოდნელია ინტენსიური ნალექი, ხოლო საღამოს და ღამის საათებში ზოგან დროგამოშვებით იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. არამდგრადი ამინდი 6 ივნისამდე შენარჩუნდება .

31-05-2014, 01:14
უკან დაბრუნება