საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
როგორც ამინდის ბიუროში აცხადებენ, დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ქვეყნის დასავლეთ ტერიტორიაზე, 30-31 მაისს, 33-38 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 25-30 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი. თუმცა 1 ივნისიდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ კლებას დაიწყებს და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 27-28 გრადუსი იქნება.
ივნისის დასაწყისში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. 1-4 ივნისს მოსალოდნელია ინტენსიური ნალექი, ხოლო საღამოს და ღამის საათებში ზოგან დროგამოშვებით იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. არამდგრადი ამინდი 6 ივნისამდე შენარჩუნდება .