ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილება, რის შემდეგაც იგი კენჭისყრაზე გავა.
დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს.
დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია; გადასახდელები - 9 მილიარდ 575 მილიონი ლარი, მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტია, ხოლო ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5,5 პროცენტი.
პროექტით თანახმად, ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი - 8 090.0 მლნ ლარითაა განსაზღვრული, გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 215 მლნ ლარით, ხოლო საინვესტიციო გრანტები 100 მლნ ლარი.
ამასთან, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია, რომ მომავალი წლის 1-ელი სექტემბრიდან, პენსია 10 ლარით გაიზრდება.