ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით სანქციების გაფართოებას ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა.
"საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის წინადადებას ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ დამატებითი სანქციების შემოღებაზე", - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ ეკონომიკური სანქციების გაძლიერებული პაკეტი ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში აკრძალვებს შეეხება.