ევროკავშირმა ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით სანქციების გაფართოებას მხარი დაუჭირა
ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით სანქციების გაფართოებას ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა.
"საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის წინადადებას ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ დამატებითი სანქციების შემოღებაზე", - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ ეკონომიკური სანქციების გაძლიერებული პაკეტი ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში აკრძალვებს შეეხება.