საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაამტკიცა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრი პაველ როზენკო facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"ეს-ესაა მინისტრთა კაბინეტმა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ეკა ზღულაძე დანიშნა. როგორც თავად ზღულაძემ თქვა, მისთვის ეს გაცნობიერებული არჩევანია და არა - ავანტიურა", - წერს უკრაინელი მინისტრი.