ეკატერინე ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაამტკიცა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრი პაველ როზენკო facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"ეს-ესაა მინისტრთა კაბინეტმა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ეკა ზღულაძე დანიშნა. როგორც თავად ზღულაძემ თქვა, მისთვის ეს გაცნობიერებული არჩევანია და არა - ავანტიურა", - წერს უკრაინელი მინისტრი.