არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებებს გააცნობს.
როგორც პარტია "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ პროექტები, როგორიც არის ავარეთ-კახეთის გზა და აფხაზეთის რკინიგზა პოლიტიკური პროექტებია .
"რუსეთის ასეთი მოქმედებების პირობებში საქართველო არ უნდა დარჩეს მარტო რუსეთთან. არ არსებობს ასეთ პირობებში ინფრასტრუქტურული პროექტები. ყველა პროექტი, ეს იქნება კახეთ-დაღესტნის გზა, აფხაზეთის რკინიგზა და ა.შ. ეს უნდა იყოს აღქმული როგორც პოლიტიკური პროექტები"-აცხადებს კაციტაძე.