მამუკა კაციტაძე: ყველა პროექტი, ეს იქნება აფხაზეთის რკინიგზა თუ სხვა უნდა იყოს აღქმული როგორც პოლიტიკური პროექტები!
არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებებს გააცნობს.
როგორც პარტია "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ პროექტები, როგორიც არის ავარეთ-კახეთის გზა და აფხაზეთის რკინიგზა პოლიტიკური პროექტებია .
"რუსეთის ასეთი მოქმედებების პირობებში საქართველო არ უნდა დარჩეს მარტო რუსეთთან. არ არსებობს ასეთ პირობებში ინფრასტრუქტურული პროექტები. ყველა პროექტი, ეს იქნება კახეთ-დაღესტნის გზა, აფხაზეთის რკინიგზა და ა.შ. ეს უნდა იყოს აღქმული როგორც პოლიტიკური პროექტები"-აცხადებს კაციტაძე.