"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" ატარებს ფონდების მოძიების სამკვირიან აქციას ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. პირველი აქცია ჩატარდება 10 ნოემბერს, ჰიპერმარკეტ "გუდვილში" (ფარნავაზ მეფის გამზ. 1) 13:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე.
მოქმედებს დონაციის სატელეფონო ნომერიც: 0901 200 100 (მაგთიდან, ჯეოსელიდან, ბილაინიდან)
ზარის ღირებულებაა 1 ლარი.
შემოწირულობით შეგროვლი თანხა მოხმარდება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, რომლებიც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში მკურნალობენ.