"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" მორიგ აქციას ატარებს
"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" ატარებს ფონდების მოძიების სამკვირიან აქციას ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. პირველი აქცია ჩატარდება 10 ნოემბერს, ჰიპერმარკეტ "გუდვილში" (ფარნავაზ მეფის გამზ. 1) 13:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე.
მოქმედებს დონაციის სატელეფონო ნომერიც: 0901 200 100 (მაგთიდან, ჯეოსელიდან, ბილაინიდან)
ზარის ღირებულებაა 1 ლარი.
შემოწირულობით შეგროვლი თანხა მოხმარდება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, რომლებიც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში მკურნალობენ.