ივერიონი / მძღოლების გაფიცვა გრძელდება!

მძღოლების გაფიცვა გრძელდება!

თბილისში ყვითელი ავტობუსების მძღოლები გაფიცვას განაგრძობენ. ისინი 8 ნოემბერს გაიფიცნენ.


გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს.


მძღოლებს 16-პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ შემუშავებული და  დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ძირითადად შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას მოითხოვენ.

იმის გამო, რომ თბილისში  არც ერთი ავტობუსი არ მუშაობს, მოქალაქეები იძულებული არიან მიკროავტობუსებით გადაადგილდნენ.

10-11-2012, 12:25
უკან დაბრუნება