მძღოლების გაფიცვა გრძელდება!
თბილისში ყვითელი ავტობუსების მძღოლები გაფიცვას განაგრძობენ. ისინი 8 ნოემბერს გაიფიცნენ.
გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს.
მძღოლებს 16-პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ შემუშავებული და დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ძირითადად შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას მოითხოვენ.
იმის გამო, რომ თბილისში არც ერთი ავტობუსი არ მუშაობს, მოქალაქეები იძულებული არიან მიკროავტობუსებით გადაადგილდნენ.