ივერიონი / ქართველმა ფალავანებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს!

ქართველმა ფალავანებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს!

მინსკში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში ქართულმა დელეგაციამ 2 მედალი მოიპოვა. ტურნირის პირველ დღეს საქმეში სამი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები ჩაებნენ.


ოქრო გიორგი ბაინდუროვმა დაისაკუთრა, ბრინჯაო კი – ნუკრი ბერულავამ.


90 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ბაინდუროვმა რუს ედუარდ კურგინიანს აჯობა.


რაც შეეხება ბერულავას, მედალი მან 52 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა.

10-11-2012, 12:35
უკან დაბრუნება