ქართველმა ფალავანებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს!
მინსკში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში ქართულმა დელეგაციამ 2 მედალი მოიპოვა. ტურნირის პირველ დღეს საქმეში სამი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები ჩაებნენ.
ოქრო გიორგი ბაინდუროვმა დაისაკუთრა, ბრინჯაო კი – ნუკრი ბერულავამ.
90 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ბაინდუროვმა რუს ედუარდ კურგინიანს აჯობა.
რაც შეეხება ბერულავას, მედალი მან 52 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა.