ივერიონი / რაში ემთხვევა სომხეთისა და თურქეთის ინტერესები ერთმანეთს?!

რაში ემთხვევა სომხეთისა და თურქეთის ინტერესები ერთმანეთს?!

აფხაზეთის რკინიგზის ამუშავების საკითხში თურქეთისა და სომხეთის ინტერესები მომავალ 2015 წელს შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს, - ასე განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას სომხეთის ავტოგადამზიდველების კავშირის თავმჯდომარემ გაგიკ აგაჯანიანმა.
აფხაზეთის რკინიგზის ამუშავების კატალიზატორი შეიძლება სამხრეთკავკასიური მაგისტრალი - ბაქო-თბილისი-ყარსი გახდეს, რომელიც 2015 წელს უნდა დასრულდეს. თურქული პროდუქცია, რომელიც რუსეთისკენ იქნება მიმართული, თბილისიდან სოხუმის გავლით დანიშნულების ადგილამდე რკინიგზით გაიგზავნება.
„ამჟამად თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ათკილომეტრიანი „საცობია“ - ავტოფურგონებში სწორედ რუსეთისთვის განკუთვნილი პროდუქციაა მოთავსებული. ძირითადად ეს სოფლის მეურნეობის პროდუქციაა გასაგები მიზეზების გამო: რუსეთს ხომ დასავლეთმა სანქციები გამოუცხადა, თურქეთი კი ახლა თავისი პროდუქციით ამ ვაკუუმს ავსებს. 80-მილიონიანი თურქეთი იმდენ პროდუქციას ამზადებს, რომ რუსეთისთვისაც საკმარისად რჩება“, - აღნიშნა გაგიკ აგაჯანიანმა.
„აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ თურქული კომპანიები მოისურვებენ თავიანთი საქონლის გადაზიდვას ყველაზე იაფი ტრანსპორტით - რკინიგზით“, - დასძინა მან.

«Новости Армении – News.am» (სომხეთი), 24 დეკემბერი, 2014 წელი
http://news.am/rus/news/245693.html

25-12-2014, 10:30
უკან დაბრუნება