საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანუსა ოლანდმა ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოაცხადა. ამ დღეების განმავლობაში დროშები დაშვებული იქნება.
"ისინი ჩვენი გმირები არიან. ამიტომ ვაცხადებ ეროვნულ გლოვას. 8 იანვარს საჯარო უწყება წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს გარდაცვლილთა ხსოვნას. მოვუწოდებ მოსახლეობას, შემოგვიერთდნენ", - განაცხადა ოლანდმა.
ცნობისთვის, 7 იანვრის დილას ჟურნალ Charlie Hebdo-ის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაიჭრა.
ტერაქტში მონაწილეთა ვინაობა დადგენილია. ეჭვმიტანილები 1980 წელს და 1982 წელს დაბადებული ძმები კაუშები და 1996 წელსდაბადებული ჰამიდ მურადია. ერთ-ერთი ინფორმაციით, 18 წლის მურადი პოლიციას უკვე ჩაბარდა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.