ცხელი ამბავი

საფრანგეთში დროშები დაშვებულია

საფრანგეთში დროშები დაშვებულია

   საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანუსა ოლანდმა ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოაცხადა. ამ დღეების  განმავლობაში დროშები დაშვებული იქნება. 

 

   "ისინი ჩვენი გმირები არიან. ამიტომ ვაცხადებ ეროვნულ გლოვას. 8 იანვარს საჯარო უწყება წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს გარდაცვლილთა ხსოვნას. მოვუწოდებ მოსახლეობას, შემოგვიერთდნენ", - განაცხადა ოლანდმა. 

 

   ცნობისთვის, 7 იანვრის დილას ჟურნალ Charlie Hebdo-ის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაიჭრა. 

 

   ტერაქტში მონაწილეთა ვინაობა დადგენილია. ეჭვმიტანილები 1980 წელს და 1982 წელს დაბადებული ძმები კაუშები და 1996 წელსდაბადებული ჰამიდ მურადია. ერთ-ერთი ინფორმაციით, 18 წლის მურადი პოლიციას უკვე ჩაბარდა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა. 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: