ფოთის პორტი შეფერხებით მუშაობს და გემების შესვლა ამ დროისთვის შეჩერებულია. საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ფოთშიც უამინდობაა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება.
"ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთის" ადმინისტრაცია ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ზამთრის პერიოდში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და საგანგაშო არაფერია.
სინოპტიკოსები გამოდარებას 12 იანვრიდან ვარაუდობენ.