ივერიონი / თამარ ბერუჩაშვილი:"ხაზგასმით მინდა ვთქვა, ტერორიზმის მიმართ შემწყნარებლობა არ იქნება!"

თამარ ბერუჩაშვილი:"ხაზგასმით მინდა ვთქვა, ტერორიზმის მიმართ შემწყნარებლობა არ იქნება!"

"ტერორიზმის მიმართ შეუძლებელია იყოს შემწყნარებლობა",-  განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტული აქტების სერიასთან დაკავშირებით გააკეთა:

"მივუსამძიმრეთ ყველა დაღუპულს, მათ ოჯახებს, მივუსამძიმრეთ საფრანგეთის მოსახლეობას, ქვეყნის ხელმძღვანელობას და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასთმით ვთქვა, რომ ტერორიზმის მიმართ შეუძლებელია იყოს შემწყნარებლობა," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

9-01-2015, 12:19
უკან დაბრუნება