თამარ ბერუჩაშვილი:"ხაზგასმით მინდა ვთქვა, ტერორიზმის მიმართ შემწყნარებლობა არ იქნება!"
"ტერორიზმის მიმართ შეუძლებელია იყოს შემწყნარებლობა",- განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტული აქტების სერიასთან დაკავშირებით გააკეთა:
"მივუსამძიმრეთ ყველა დაღუპულს, მათ ოჯახებს, მივუსამძიმრეთ საფრანგეთის მოსახლეობას, ქვეყნის ხელმძღვანელობას და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასთმით ვთქვა, რომ ტერორიზმის მიმართ შეუძლებელია იყოს შემწყნარებლობა," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.