დღეს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი ეწევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.
კონკრეტულად კი, დღეს 15:50 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება.
16:00 საათზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ქართველ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, ხოლო შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით 16:20 საათზე დაიწყება.
17:00 საათზე ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია იგეგმება.
17:30 საათზე კინოთეატრ "ამირანში" პირველი ციფრულად აღდგენილი ქართული ფილმის თ. აბულაძის "ნატვრის ხის" პრეზენტაცია გაიმართება. დღესვე 18:15 საათზე იგეგმება ტაავი რიივასის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
13 იანვარს, სამშაბათს 10:00 საათზე სასტუმროში "ღადისსონ"-ში ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით ქართულ-ესტონური ბიზნესფორუმი გაიხსნება.
10:45 საათზე კი ტაავი რიივასი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შეამკობს.