ქართულ-ესტონური ბიზნესფორუმი გაიხსნება

ქართულ-ესტონური ბიზნესფორუმი გაიხსნება

   დღეს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი ეწევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. 

 

   კონკრეტულად კი, დღეს 15:50 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება.

   16:00 საათზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ქართველ კოლეგასთან  პირისპირ შეხვედრას გამართავს, ხოლო შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით 16:20 საათზე დაიწყება. 

   17:00 საათზე ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია იგეგმება. 

 

   17:30 საათზე კინოთეატრ "ამირანში" პირველი ციფრულად აღდგენილი ქართული ფილმის თ. აბულაძის "ნატვრის ხის" პრეზენტაცია გაიმართება. დღესვე 18:15 საათზე იგეგმება ტაავი რიივასის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. 

 

   13 იანვარს, სამშაბათს 10:00 საათზე სასტუმროში "ღადისსონ"-ში ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით  ქართულ-ესტონური ბიზნესფორუმი გაიხსნება. 

   10:45 საათზე კი ტაავი რიივასი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შეამკობს. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: