საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე შს მინისტრად ვახტანგ გომელაურის დანიშვნას დადებითად აფასება. მისი თქმით ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და კარგად იცის რა ხდება სისტემაში.
"დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაურს არ გაუჭირდება ორი რამ - პირველი, საზოგადოების დაცვა კრიმინალისგან და ოპერატიული ინფორმაციის ფლობა და აღკვეთა დანაშაულებებისა, რამდენადაც ეს შესაძლებელია და მეორე - შს სამინსიტროს, როგორც ინსტიტუციის როლის ახლებური ხედვა თანამედროვე რეალობაში. ის უნდა იყოს თანამოაზრე იმ ჯგუფისა, რომელიც შექმნილია პრემიერ-მინისტრთან და რომელიც მუშაობს საგამოძიებო ორგანოების გაძლიერებაზე, დახვეწაზე და გარკვეული ფუნქციების გადანაწილებაზე სამართალდამცავ სტრუქტურებში.
მე მაინც მგონია, რომ ჩვენი პრობლემების დიდი ნაწილი არასწორი ინსტიტუციური მოწყობიდან გამომდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყანა ამ მხრივ ჩამოყალიბდება და დალაგდება და გვეცოდინება, რომ კონკრეტული პასუხისგებლობა ამა თუ იმ დანაშაულის გახსნაზე, კრიმინალის თაობაზე თუ კანონის მიღებაზე არის კონკრეტულად ამა თუ იმ ინსტუტუციის პრეროგატივა, უფლებამოსილება და ვალდებულება", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.